вторник, 20 октября 2015 г.

ჩემი ჩანთის საიდუმლო ( პრობლემის გადაჭრის გზები)


ჩემი ჩანთის საიდუმლო ( ექსპერიმენტის შედეგები)


ჩემი ჩანთის საიდუმლო ( ჰიგიენური მოთხოვნები)


ჩემი ჩანთის საიდუმლო ( შემაჯამებელი პრეზენტაცია)


ჩანთის ისტორია


პროექტი- ჩემი ჩანთის ისტორია ( მასწავლებლის პრეზენტაცია)


суббота, 6 июня 2015 г.

ტრენინგის მეცხრე დღე

    დღეს  ტრენინგის  ბოლო დღეა  და შესაბამისად იყო ძალიან დატვირთული.
სანამ მიმოვიხილავ  აღნიშნული დღეს გავლილ მასალას , მინდა  ვთქვა , რომ  ამ ტრენინგმა სრულად გაამართლა  ჩემი მოლოდინი. ის, რისი შესწავლაც მინდოდა, რათა ჩემს კლასში პროექტები წარმატებით   განვახორციელო,
   თითოეული მოდული იყო დატვირთული საჭირო მასალით. განსაკუთრებით მომეწონა  ელექტრონული წიგნი.  იგი შესანიშნავი  ფასილიტატორია მასწავლებლისათვის.
     ასევე მინდა  ავღნიშნო, რომ მყავს  ფანტასტიური  ტრენერი, საქმის ნამდვილი პროფესიონალი, რუსუდან მარკოზაშვილი. დიდი  მადლობა მას !
   დიდი მადლობა ყველა ჩემს კოლეგას  , ვისთნაც  ერთად ვიმუშავე  მთელი ტრენინგის  მანძილზე!!!
     ტრენინგი  დავიწყეთ იმით  , რომ გადავხედეთ პროექტის  ჩეკლისტს  და  შევამოწმეთ, რამდენად  სრულყოფილათ  გვაქვს  შევსებული პროექტის პორტფოლიო, შედეგ კი  ავტვირთეთ  ბლოგზე. ასევე ვისწავლეთ ბლოგზე კორექტირების  გაკეთება.
      მოსწავლეზე ორიენტირებულ გაკვეთილზე მასწავლებელი - ფასილიტატორი რესურსებს ისე უკეთებს ორგანიზებას, რომ სწორი მიმართულება მისცეს მოსწავლეებს და ასწავლოს მათ, თუ როგორ ისწავლონ.
   დღეს  ჩვენ ვისწავლეთ  როგორ გავუწიო ფასილიტაცია კლასს მოსწავლეზე ორიენტირებულ სწავლების პროცესში  და  შევქმენით  ფასილიტაციის  რესურსები  და  ავტვირთეთ ბლოგზე.

понедельник, 25 мая 2015 г.

ტრენინგის მერვე დღე

დღეს  განვიხილეთ  მე-6 მოდული. ვუპასუხეთ მთავარ  კითხვას:
  • როგორ შემიძლია შევუწყო ხელი ჩემს მოსწავლეებს, რომ ისინი თვითრეგულირებად მსწავლელებად იქცნენ?
  • როგორ დავაკმაყოფილოთ მოსწავლეების განსხვავებული საჭიროებები?
გავიგეთ, თუ როგორ  შეგვიძლია  განსხვავებული საჭიროებების  მქონე  მოსწავლეები  ჩავრთოთ  პროექტში. ვაძლევთ  მათ  ზუსტ ინსტრუქციებს. შევქმენით  სხვადასხვა  დონის მოსწავლეებისთვის სხვადასხვა  ფორმები.  ჯერ  გავეცანით  ნიმუშებს.
შევაჩიეთ  სამი ტიპის მოსწავლისთვის  მხარდამჭრიიდან  ნიმუშები.

среда, 13 мая 2015 г.

ტრენინგის მეშვიდე დღეს

        დღეს  შევაჯამეთ  წინა  მასალა, განვიხილეთ  კოლეგების მიერ  შექმნილი მოსწავლის  სავარაუდო  ნაშრომები. ჩვენს  პროექტების  გვერდზე  ავტვირთეთ  გაზეთი  და  ბუკლეტი.
შემდეგ  კი  შევისწვლეთ  მეხუთე   მოდულის  საკითხი   ,მოსწავლეთა  პროექტების  შეფასება''.
მიმდინარე მოდული დამეხმარა, გამეანალიზებინა მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების ფორმები. 
 შესრულებული აქტივობები:
  • განვიხილეთ  შეფასების პროცესში მოსწავლეთა ჩართვის შესაძლებლობები
  • გააკეთეთ რეფლექსია  შეფასების არსებულ პრაქტიკასა და ფორმებზე
  • დახვეწეთ შეფასების გეგმებს
  • შექმნით შეფასების ფორმები მოსწავლის სავარაუდო ნაშრომებისთვის
  • გადავხედეთ  და შეაფასეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომები
  • ცვლილებები შეიტანეთ სასწავლო პროექტის გეგმაში
  • გააკეთებეთ რეფლექსია

понедельник, 11 мая 2015 г.

ტრენინგის მეექვსე დღე

     დღეს  ძირითადად  ვიმუშვეთ  მოსწავლის  სავარაუდო  ნაშრომზე. ეს  არის  საბოლოო პროფუქტი, მაგრამ  შეიძლბა  გაკეთდეს  მიმდინარე პროცესში.  შევქმენით  გაზეთი , რომელიც  ამ  შემთხვევაში   არის  საბოლოო პროდუქტი. მაგრამ შეიძლება  საინფორმაციო ბიულეტინიც  დაიბეჭდოს.  ვნახეთ  Word-ის  ძალიან  საინტერესო  შესაძლებლობები:  გაზეთების, მისალოცების, ბიულეტინების..  შაბლონები. ამ მასალას აუცილებლად  ვაჩვენებ    და   ვასწავლი  ჩემს   მოსწავლეებს. ვიცი , რომ  ძალიან გაუხარდებათ.

суббота, 2 мая 2015 г.

პროექტი- ისწავლე ჩემთან ერთად

                                      პროექტი- ისწავლე  ჩემთან ერთად
       პროექტის მთავარი მიზანია  შშმ  მოსწავლის  სოციუმში ადაპტაცია და მეგობრის დახმარება  სასწავლო მასალის ათვისებაში.მოსწავლეებს მიეცათ საშუალება  თავიანთი შემოქმედებითი იდეები  პრაქტიკულად  განეხორციელებინათ  ახალ სიტუაციაში.
    პირველ შეხვედრაზე  მოსწავლეებს  გავაცანი   თანაკლასელისთვის  შესასწავლი მასალა. ბავშვებმა აღნიშნეს, რომ  შეეძლოთ  ჩაეწერათ ვიდეო-გაკვეთილები, მოემზადებინათ პრეზენტაციები Power Point-ში , Word-სა  და  თაბახის  ფურცლებზე  შეექმნათ სავარჯიშოები.
      პროექტის  ძირითად  ნაწილის დაწყებამდე , ბავსვებმა უფრო ღრმად  შეისწავლეს Power Point-სა , Word-ში  მუშაობის ფორმატი. მოსწავლეები უდიდეს  პასუხისმგებლობას  გრძნობდნენ. 
         ერთი კვირა  დავუთმეთ მოსამზადებელ  სამუშოს .   შემდეგ კი კვირაში ერთხელ ისინი  ამზადებენ რესურსებს. მუშაობის პროცესში ბავშვები ირგებენ მასწავლებლის როლს, რაც  ძალიან მოსწონთ.  მეგობრის გამოკითხვა  ხდება როგორც  ყოველ გაკვეთილზე  , ასევე   ორ კვირაში  ერთხელ  ვაწყობთ მასალის  შეჯამებას.

პროექტის მეხუთე დღე

  2 მაისი , პროქტის მეხუთე დღე. დღეს ძალიან ნაყოფირი დღე გვქონდა:  ვისწავლეთ  ბლოგის დიზაინის გაფერმება , შაბლონის არჩვა, ბლოგზე  შევქმენით  გვრდები  და მათი ჩართვა, დავდეთ  ინფორმაცია,  ბლოგის რედაქტირება, ერთმანეთს  გავუკეთეთ კომენტარი, და  ვისწავლთ ასევე  საავტორო უფლებების  დაცვა.

воскресенье, 26 апреля 2015 г.

ტრენინგის მეოთხე დღე

26 აპრილი, პროექტის მეოთხე დღე. დღეს  შევაჯამეთ პროექტის მესამე დღე, განვიხილეთ  მიმართულების მიმცემი კითხვები, ჩვენს პროექტებს მოვარგეთ  კითხვები,
ვისაუბრეთ  მოსწავლეთა  საჭიროებების შესახებ და განვიხილეთ რამდენიმე სქემა.
დღევანდელი დღე არანაკლებ საინტერესო იყო.


суббота, 25 апреля 2015 г.

ტრენინგის მესამე დღე

25  აპრილი  - ტრენინგის მესამე დღე. დღეს გავიხსენეთ წინა დღის მასალა, ვისწავლეთ ბლოგის  შექმნა, ბლოგზე ჩანაწერების  გაკეთება,  გავაკეთეთ  ჩანაწერები სასწავლო პროექტის  გეგმაში და ასევე  ვუმუშავეთ  მიმართულების  მიმცემ  კითხვებზე.ასე, რიომ ძალზე ნაყოფიერი დღე იყპო. ისე  გავიდა  4  საათი , რომ ვერც კი შევამჩნიეთ...
დიდი მადლობა  რუსას!!!

пятница, 24 апреля 2015 г.

ტრენინგის მეორე დღე

ტრენინგის  მეორე  დღე. 19  აპრილი
დღეს  ჩვენ  გავიხსენეთ  წინა  დღით  გავლილი მასალა.  შემდეგ  განვიცხილეთ   სასწავლო ღონისძიებების დაგეგმვის პროცესიკერძოთ,  პროექტის ოთხსაფეხურიანმა დაგეგმვის პროცედურამ არ უნდა შეგიყვანოთ შეცდომაში, თითქოს დაგეგმვის პროცესი სწორხაზოვანია. ხშირად მოგვიწევს წინა საფეხურებზე დაბრუნება, რათა პროექტის ყველა კომპონენტი ლოგიკურდავუკავშიროთ ერთმანეთს.ჯგუფებში  გავეცანით    რამდენიმე  პროექტის  გეგმის  ნიმუშს და  გავარჩიეთ.ბოლოს  განვიხილეთ  პუბლიკაციების მომზადება პროექტების სწავლების თემაზე  და  ჩვენ მიერ  არჩეული პროექტი მიხედვით  მოვამზადეთ  ბუკლეტები.
საკმაოდ  საინტერესო  იყო დღევანდელი დღე. გმადლობთ