суббота, 6 июня 2015 г.

ტრენინგის მეცხრე დღე

    დღეს  ტრენინგის  ბოლო დღეა  და შესაბამისად იყო ძალიან დატვირთული.
სანამ მიმოვიხილავ  აღნიშნული დღეს გავლილ მასალას , მინდა  ვთქვა , რომ  ამ ტრენინგმა სრულად გაამართლა  ჩემი მოლოდინი. ის, რისი შესწავლაც მინდოდა, რათა ჩემს კლასში პროექტები წარმატებით   განვახორციელო,
   თითოეული მოდული იყო დატვირთული საჭირო მასალით. განსაკუთრებით მომეწონა  ელექტრონული წიგნი.  იგი შესანიშნავი  ფასილიტატორია მასწავლებლისათვის.
     ასევე მინდა  ავღნიშნო, რომ მყავს  ფანტასტიური  ტრენერი, საქმის ნამდვილი პროფესიონალი, რუსუდან მარკოზაშვილი. დიდი  მადლობა მას !
   დიდი მადლობა ყველა ჩემს კოლეგას  , ვისთნაც  ერთად ვიმუშავე  მთელი ტრენინგის  მანძილზე!!!
     ტრენინგი  დავიწყეთ იმით  , რომ გადავხედეთ პროექტის  ჩეკლისტს  და  შევამოწმეთ, რამდენად  სრულყოფილათ  გვაქვს  შევსებული პროექტის პორტფოლიო, შედეგ კი  ავტვირთეთ  ბლოგზე. ასევე ვისწავლეთ ბლოგზე კორექტირების  გაკეთება.
      მოსწავლეზე ორიენტირებულ გაკვეთილზე მასწავლებელი - ფასილიტატორი რესურსებს ისე უკეთებს ორგანიზებას, რომ სწორი მიმართულება მისცეს მოსწავლეებს და ასწავლოს მათ, თუ როგორ ისწავლონ.
   დღეს  ჩვენ ვისწავლეთ  როგორ გავუწიო ფასილიტაცია კლასს მოსწავლეზე ორიენტირებულ სწავლების პროცესში  და  შევქმენით  ფასილიტაციის  რესურსები  და  ავტვირთეთ ბლოგზე.

Комментариев нет:

Отправить комментарий