პროექტი- ისწავლე ჩემთან ერთად
პროექტის მთავარი მიზანია შშმ მოსწავლის სოციუმში ადაპტაცია და მეგობრის დახმარება სასწავლო მასალის ათვისებაში.მოსწავლეებს მიეცათ საშუალება თავიანთი შემოქმედებითი იდეები პრაქტიკულად განეხორციელებინათ ახალ სიტუაციაში.
პირველ შეხვედრაზე მოსწავლეებს გავაცანი თანაკლასელისთვის შესასწავლი მასალა. ბავშვებმა აღნიშნეს, რომ შეეძლოთ ჩაეწერათ ვიდეო-გაკვეთილები, მოემზადებინათ პრეზენტაციები Power Point-ში , Word-სა და თაბახის ფურცლებზე შეექმნათ სავარჯიშოები.
პროექტის ძირითად ნაწილის დაწყებამდე , ბავსვებმა უფრო ღრმად შეისწავლეს Power Point-სა , Word-ში მუშაობის ფორმატი. მოსწავლეები უდიდეს პასუხისმგებლობას გრძნობდნენ.
ერთი კვირა დავუთმეთ მოსამზადებელ სამუშოს . შემდეგ კი კვირაში ერთხელ ისინი ამზადებენ რესურსებს. მუშაობის პროცესში ბავშვები ირგებენ მასწავლებლის როლს, რაც ძალიან მოსწონთ. მეგობრის გამოკითხვა ხდება როგორც ყოველ გაკვეთილზე , ასევე ორ კვირაში ერთხელ ვაწყობთ მასალის შეჯამებას.
Комментариев нет:
Отправить комментарий