понедельник, 25 мая 2015 г.

ტრენინგის მერვე დღე

დღეს  განვიხილეთ  მე-6 მოდული. ვუპასუხეთ მთავარ  კითხვას:
  • როგორ შემიძლია შევუწყო ხელი ჩემს მოსწავლეებს, რომ ისინი თვითრეგულირებად მსწავლელებად იქცნენ?
  • როგორ დავაკმაყოფილოთ მოსწავლეების განსხვავებული საჭიროებები?
გავიგეთ, თუ როგორ  შეგვიძლია  განსხვავებული საჭიროებების  მქონე  მოსწავლეები  ჩავრთოთ  პროექტში. ვაძლევთ  მათ  ზუსტ ინსტრუქციებს. შევქმენით  სხვადასხვა  დონის მოსწავლეებისთვის სხვადასხვა  ფორმები.  ჯერ  გავეცანით  ნიმუშებს.
შევაჩიეთ  სამი ტიპის მოსწავლისთვის  მხარდამჭრიიდან  ნიმუშები.

среда, 13 мая 2015 г.

ტრენინგის მეშვიდე დღეს

        დღეს  შევაჯამეთ  წინა  მასალა, განვიხილეთ  კოლეგების მიერ  შექმნილი მოსწავლის  სავარაუდო  ნაშრომები. ჩვენს  პროექტების  გვერდზე  ავტვირთეთ  გაზეთი  და  ბუკლეტი.
შემდეგ  კი  შევისწვლეთ  მეხუთე   მოდულის  საკითხი   ,მოსწავლეთა  პროექტების  შეფასება''.
მიმდინარე მოდული დამეხმარა, გამეანალიზებინა მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების ფორმები. 
 შესრულებული აქტივობები:
  • განვიხილეთ  შეფასების პროცესში მოსწავლეთა ჩართვის შესაძლებლობები
  • გააკეთეთ რეფლექსია  შეფასების არსებულ პრაქტიკასა და ფორმებზე
  • დახვეწეთ შეფასების გეგმებს
  • შექმნით შეფასების ფორმები მოსწავლის სავარაუდო ნაშრომებისთვის
  • გადავხედეთ  და შეაფასეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომები
  • ცვლილებები შეიტანეთ სასწავლო პროექტის გეგმაში
  • გააკეთებეთ რეფლექსია

понедельник, 11 мая 2015 г.

ტრენინგის მეექვსე დღე

     დღეს  ძირითადად  ვიმუშვეთ  მოსწავლის  სავარაუდო  ნაშრომზე. ეს  არის  საბოლოო პროფუქტი, მაგრამ  შეიძლბა  გაკეთდეს  მიმდინარე პროცესში.  შევქმენით  გაზეთი , რომელიც  ამ  შემთხვევაში   არის  საბოლოო პროდუქტი. მაგრამ შეიძლება  საინფორმაციო ბიულეტინიც  დაიბეჭდოს.  ვნახეთ  Word-ის  ძალიან  საინტერესო  შესაძლებლობები:  გაზეთების, მისალოცების, ბიულეტინების..  შაბლონები. ამ მასალას აუცილებლად  ვაჩვენებ    და   ვასწავლი  ჩემს   მოსწავლეებს. ვიცი , რომ  ძალიან გაუხარდებათ.

суббота, 2 мая 2015 г.

პროექტი- ისწავლე ჩემთან ერთად

                                      პროექტი- ისწავლე  ჩემთან ერთად
       პროექტის მთავარი მიზანია  შშმ  მოსწავლის  სოციუმში ადაპტაცია და მეგობრის დახმარება  სასწავლო მასალის ათვისებაში.მოსწავლეებს მიეცათ საშუალება  თავიანთი შემოქმედებითი იდეები  პრაქტიკულად  განეხორციელებინათ  ახალ სიტუაციაში.
    პირველ შეხვედრაზე  მოსწავლეებს  გავაცანი   თანაკლასელისთვის  შესასწავლი მასალა. ბავშვებმა აღნიშნეს, რომ  შეეძლოთ  ჩაეწერათ ვიდეო-გაკვეთილები, მოემზადებინათ პრეზენტაციები Power Point-ში , Word-სა  და  თაბახის  ფურცლებზე  შეექმნათ სავარჯიშოები.
      პროექტის  ძირითად  ნაწილის დაწყებამდე , ბავსვებმა უფრო ღრმად  შეისწავლეს Power Point-სა , Word-ში  მუშაობის ფორმატი. მოსწავლეები უდიდეს  პასუხისმგებლობას  გრძნობდნენ. 
         ერთი კვირა  დავუთმეთ მოსამზადებელ  სამუშოს .   შემდეგ კი კვირაში ერთხელ ისინი  ამზადებენ რესურსებს. მუშაობის პროცესში ბავშვები ირგებენ მასწავლებლის როლს, რაც  ძალიან მოსწონთ.  მეგობრის გამოკითხვა  ხდება როგორც  ყოველ გაკვეთილზე  , ასევე   ორ კვირაში  ერთხელ  ვაწყობთ მასალის  შეჯამებას.

პროექტის მეხუთე დღე

  2 მაისი , პროქტის მეხუთე დღე. დღეს ძალიან ნაყოფირი დღე გვქონდა:  ვისწავლეთ  ბლოგის დიზაინის გაფერმება , შაბლონის არჩვა, ბლოგზე  შევქმენით  გვრდები  და მათი ჩართვა, დავდეთ  ინფორმაცია,  ბლოგის რედაქტირება, ერთმანეთს  გავუკეთეთ კომენტარი, და  ვისწავლთ ასევე  საავტორო უფლებების  დაცვა.